суббота, 1 октября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

შესწავლილი მოდულები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტების შედგენისთვის ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ბოლოს მინდა აღვნიშნო ტრენერის გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ცდილობდა რაც შეიძლება საინტერესო, სახალისო და იოლად გასაგები ყოფილიყო ჩვენთვის სწავლების პროცესი.

პატარა მაშველები

воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები, თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული. კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ- ნაბიჯ გაწერილი.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ამ მოდულმა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება და მისადაგება მოსწავლის ნაშრომზე.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ამ მოდულმა დაგვანახა, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა, რათა არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება.
ასევე მიმზიდველი იყო პრეზენტაციის გაკეთების შესწავლა. პრეზენტაცია საშუალებას გვაძლევს ჩვენი სათქმელი გადმოვცეთ მოკლედ და ვიზუალურადაც ეფექტური იყოს.

პატარა მაშველები

<