воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები, თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული. კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ- ნაბიჯ გაწერილი.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ამ მოდულმა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება და მისადაგება მოსწავლის ნაშრომზე.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ამ მოდულმა დაგვანახა, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა, რათა არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება.
ასევე მიმზიდველი იყო პრეზენტაციის გაკეთების შესწავლა. პრეზენტაცია საშუალებას გვაძლევს ჩვენი სათქმელი გადმოვცეთ მოკლედ და ვიზუალურადაც ეფექტური იყოს.

პატარა მაშველები

<

суббота, 10 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინება პროექტის დაგეგმვაში.ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების განხილვა, რამაც მიმართულება მოგვცა, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

ტრენინგის მე-2 დღე

ამ მდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ძალზე მნიშვნელოვანი იყო პუბლიკაციის შექმნა მშობლებისათვის, რადგან მშობლის ჩართულობა სკოლაში მეტად აქტუალური თემაა.პროექტული  სწავლება მეტად შეუწყობს ხელს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას,როგორიცაა 21-ე საუკუნის უნარები.